Back

სერვისები

შესაძლებლობები

ჩვენ პროქდუტების და სერვისების ფართო არჩევანს მარტივი და გამჭრიახი მეთოდებით ვქმნით.

ბრენდინგი

ბრენდინგი

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შესანიშნავი ბიზნეს იდეების რეალიზებაში დაგჭირდებათ, არის ძლიერი ბრენდის ქონა. ბრენდინგი დაგეხმარებათ მოიპოვოთ მომხმარებლების ნდობა და ლოიალურობა. ჩვენ გთავაზობთ ბრენდინგის სრულ სერვისს, რომელიც მოიცავს ყველაფერს ბრენდის სტრატეგიიდან ბრენდის ვიზუალურ იდენტობამდე.
  • ბრენდის სტრატეგია;
  • ლოგოს შექმნა;
  • ბრენდბუქის შექმნა (ბრენდის გაიდლაინები);
  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგია;
სოციალური მედიის მართვა

სოციალური მედიის მართვა

დღესდღეობით სოციალური მედია მსოფლიოში ყველაზე დიდი მარკეტინგული საკომუნიკაციო არხია. სწორედ ამიტომ ყველა ბიზნესი ცდილობს, რომ ხარისხიანად იყოს წარმოდგენილი სოციალურ მედიაში. სოციალური მედიის გამართვა შეიძლება არც ისე მარტივი ჩანდეს, მაგრამ ჩვენ მას გაგიმარტივებთ. ჩვენ:
  • გავმართავთ და ვმართავთ თქვენს ანგარიშებს სოციალური მედიის პლატფორმებზე;
  • შევიმუშავებთ სოციალური მედიის სტრატეგიას;
  • შეგიქმნით სოციალური მედიის მარკეტინგულ კამპანიებს;
  • შეგიქმნით რეკლამებს კამპანიების მიხედვით;
  • გავარეკლამებთ თქვენს კამპანიას;
  • ვმართავთ თქვენი სოციალური მედიის აუდიტორიას;
  • მოგიმზადებთ დეტალურ ანალიტიკურ რეპორტს;
ვებ დეველოპმენტი

ვებ დეველოპმენტი

ვერანაირი სოციალური მედიის გვერდი ვერ შეცვლის ხარისხიან და წარმოსადეგ ვებსაიტს. კარგი ვებსაიტი შენთვის შეკერილ ბიზნეს კოსტუმს ჰგავს, რომელიც იდეალურად გერგება და მნიშვნელოვან შეხვედრებზე უნდა ჩაიცვა. ვებსაიტი შეიძლება იყოს შენი ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებლებს მიანიჭებს შოპინგის სასიამოვნო გამოცდილებას და გაზრდის შენს გაყიდვებს.
ჩვენ გთავაზობთ ვებ დეველოპმენტის სერვისების სრულ სპექტრს:
  • კოდით დაწერილი და 100% თქვენს სურვილებზე მორგებული ვებსაიტები;
  • Wordpress ვებსაიტები;
  • Wix, Shopify და სხვა პლატფორმებზე აწყობილი ვებსაიტები;
  • ერთ გვერდიანი ლენდინგ ფეიჯები;
  • HTML ფორმატის იმეილები;
მოძრავი გრაფიკა

მოძრავი გრაფიკა

ჩვენ ვცხოვრობთ ციფრული ვიდეოგრაფიის ეპოქაში. სწორედ ამიტომ, მოძრავი გრაფიკა, რომელსაც ასევე უწოდებენ ვიდეო ანიმაციას, არის ერთ-ერთი საუკეთესო ტიპის კონტენტი, რომელსაც თქვენი მესიჯის მომხმარებლამდე ეფექტურად მიწოდება და მათი ყურადღების მიპყრობა შეუძლია. ჩვენ შეგიქმნით ყველა სახის ვიდეო კონტენტს, როგორებიცაა:
  • 100% ანიმაციური რეკლამა, ხმოვანი ან ხმის გარეშე;
  • ლოგოს ანიმაცია;
  • Explainer ვიდეოები;
  • ვიდეო გაკვეთილები;
  • პერსონაჟების ანიმაციები;
  • სარეკლამო ვიდეოები;
  • ვიდეო მონტაჟი;
გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი

გრაფიკული დიზაინი ციფრული მარკეტინგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ეს არის სამშენებლო ბლოკი ნებისმიერი სახის ვიზუალური კონტენტისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერი ზომის კომპანიის ციფრულ წარმოჩენაში. ჩვენი გამოცდილი დიზაინერები შეგიქმნიან ყველა სახის ვიზუალურ კონტენტს:
  • პოსტერები სოციალური მედიისთვის;
  • ვებსაიტის ბანერები;
  • ლოგოები;
  • ფლაერები;
  • მოსაწვევები;
  • ბილეთები;
  • სავიზიტო ბარათები;
  • ეტიკეტები;
  • ღონისძიების პოსტერები;
  • და ა.შ.
საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

შენ შეიძლება გქონდეს კარგი დიზაინის ვებსაიტი, მაგრამ არ ჰქონდეს კარგი ტრაფიკი. ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ვებსაიტი არ არის ოპტიმიზირებული საძიებო სისტემებისთვის, როგორიცაა Google, Yahoo და სხვა. საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება და ამით დიდ შეცდომას უშვებენ. იმის ნაცვლად, რომ ათასობით დოლარი დახარჯო რეკლამაში, შეგიძლია გქონდეს კარგად ოპტიმიზებული ვებსაიტი, რომელიც გამოჩნდება პირველ ადგილას საძიებო სისტემებში შესაფერისი ფრაზების ძებნისას და, შესაბამისად, მოიზიდავს მომხმარებლებს საიტზე.
რეკლამირება

რეკლამირება

შენ შეიძლება გქონდეს კარგი კონტენტი, მაგრამ არ გქონდეს მისი რეკლამირების გამოცდილება სხვადასხვა პლატფორმაზე. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ეს საქმე გაგიმარტივოთ. ჩვენ გვაქვს რეკლამირების მრავალწლიანი გამოცდილება ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა: Facebook, Instagram, Google, Youtube და ა.შ.

ბრენდები, რომლებთანაც ვმუშაობთ

ჩვენი კლიენტები.

არ იყოყმანო

დაიწყე მარტივად

უბრალოდ მოგვწერე. ჩვენ დაგიკავშირდებით, რათა გავიგოთ თქვენი საჭიროებები და შევაფასოთ თანამშრომლობის პოტენციალი.